ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ინიციატივით, ბოლნისში, გერმანელი მიგრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ბოლნისის სამრევლო სახლში გამართულ საზეიმო სხდომაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა ჰანს იოახიმ კიდერლენმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგსმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, ბოლნისის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში გერმანელი მიგრანტების მოღვაწეობის შთამბეჭდავი ისტორია გაიხსენა და იმ მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ორ ერს დღემდე გააჩნია.

დასასრულს სტუმრებმა გერმანულ-ქართული ურთიერთობები სიმბოლურად ქართული ღვინით დალოცეს.