ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.
"პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია იმისათვის, რომ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად განახორციელოს მეთვალყურეობა. საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, უპასუხოს ყველა საჭირო გამოწვევებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.