ასევე მას თანამდებობის 2 წლით დაკავება აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა.
რაც შეეხება ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს, რომელსაც ბრალი არა სანდრო გირგვლიანის, არამედ ოქროყანაში მეგობრების - ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის გამო აქვს წაყენებული, მას 4,6 წლით პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა და თანამდებობის 2,3 წლით დაკავება აეკრძალა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ გერონტი ალანიას, რომელიც მიმალვაში იმყოფება, თავისუფლების 4,6 წლით აღკვეთა და 2-000 ლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინათ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვსაც, თუმცა ახალაიას საქმე მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე, ცალკე წარმოებად გამოიყო. რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, მას აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.