მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, რომლის აგარაკზეც არმაზში, გატაცებული 19 წლის იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს რამდენიმე დღე ყავდათ დატყვევებული კურუერ პ.ს-სთან ინტერვიუში სკანდალურ და სენსაციურ განცხადებას აკეთებს.
კობეშავიძე არ გამორიცხავს რომ საქმე ფილმის სცენართან გვქონდეს და გატაცებული და გამტაცებლები ერთმანეთს იცნობდნენ: ”კინოში რომ გვინახავს, ბავშვები რომ თვითონ მიყვებიან და წამიყვანე და მამაჩემს გამოვძალოთ ფული, ხომ შეიძლება ესეც იყოს...რაღაცას ვფიქრობ...” აცხადებს კბეშავიძე პოსტკრიპტუმთან ინტერვიუში. ჯერ-ჯერობით უცნობია დაინტერესდებიან თუ არა სამართალდმაცველები ამ ვერსიით და მუშაობს თუ არა ზოგადად გამოძიება ამ ვერსიაზე. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ყოფილი მორაგბე იოსებ გიორხელიძე გოთუას ქუჩიდან 10 ოქტომბერს ოთხმა პიროვნებამ, გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 300 ათასი დოლარი მოითხოვა. სამართალდამცველებმა საქმე რამდეინმე დღეში გახსენს. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.