სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. პაციენტი ქარელის რაიონიდან ძმასთან ერთად იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობა. კლინიკის ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში რჩება სოკოთი მოწამლული მისი ძმაც.

როგორც "ინტეპრესნიუსს" იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბოლო დღეებში სოკოთი მოწამვლის ფაქტებით კლინიკაში მიმართვიანობამ იმატა. მათივე ინფორმაციით, გუშინ კლინიკიდან 5 ბავშვი გაეწერა, თუმცა საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ამ დრომდე სოკოთი მოწამლული 7 პაციენტი რჩება.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ სოკოსგან მოწამვლით კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

ამასთან, ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ტყეში დაკრეფილი სოკოს მიღებისაგან.