"დინამოსთან" ტრაილერი გადაბრუნდა

თბილისში, "დინამო" სტადიონის წინ ბროწეულით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველების გაცხადებით, სავარაუდოდ, ტრაილერი არასწორად იყო დატვირთული და სწორედ ამიტომ მოხდა მისი გადაყირავება. ტრაილერის მძღოლი თურქია.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები. მოძრაობა შეფერხებულია, თუმცა გზა გადაკეტილი არ არის.