საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხომალდ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხომალდ "კარნივალ მეჯიკთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განცხადების თანახმად, გემზე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებში ებოლას ვირუსის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურად საკრუიზო ხოლმალდ “Carnival Magic”-ზე ებოლას ვირუსის არარსებობას შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.გემი ტეხასის შტატის გალვესტონის ნავსადგურში დგას. გალვესტონის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების მიერ გამოიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, გემზე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებში ებოლას ვირუსის არავითარი საფრთხე არ არსებობს. ქართველი მეზღვაურები გააგრძელებენ მუშაობას თავიანთი კონტრაქტის პირობებით“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც გალვესტონის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების მიერაა გამოგზავნილი.