სოფელ ჟონეთს დატბორვის საშიშროება არ ემუქრება

სოფელ ჟონეთს დატბორვის საშიშროება არ ემუქრება

წყალტუბოს რაიონ სოფელ ჟონეთს დატბორვის საშიშროება არ ემუქრება. გუშინ, ადიდებულმა მდინარე რიონმა რამდენიმე მოსახლის ეზო და სოფლის საავტომობილო გზა დატბორა. 

გზის დატბორვის დროს რამდენიმე ავტომანქანა გამოსვლას ვერ ახერხებდა, თუმცა იმერეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მათ გამოყვანა რამდენიმე საათში მოხერხდა. 

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის აკაკი ტყავაძის განცხადებით, მდინარე რიონი კალაპოტს დაუბრუნდა, რის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას დატბორვის საშიშროება არ ემუქრება.