დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნალექი მთელ საქართველოში შეწყდება.
"ერთი კვირის განმავლობაში თბილ ამინდებს ველოდებით, ტემპერატურა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი იქნება", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა იყო. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.