ადვოკატ ირაკალი ზაქარეიშვილის ინფორმაციით მისი კოლეგა, რომეო საჯაია, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, ზაქარეიშვილის თქმით, პოლიცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ზაქარეიშვილის თქმით, დაკავებულებს შორის არიან კობა ნაროუშვილი, ბონდო კიღაშვილი და სალომე მახარაშვილი. გარდა ამისა, აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია "ტაბულას" ჟურნალისტის დაკავების შესახებ. "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, დაკავებულია ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე.