თბილისში ქარისგან წაქცეული ხე ავტომანქანას დაეცა

თბილისში ქარისგან წაქცეული ხე ავტომანქანას დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, თბილისში დღეს 14 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ძირითადი შემთხვევები სახურევების დაზიანებას უკავშირდება. გარდა ამისა, ხის წაქცევის შედეგად ორი ავტომანქანა დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ სტიქია იმდენად სერიოზული არ არის, რომ მოსახლეობას რაიმე საფრთხე დაემუქროს.