ქედაში მდინარე აჭარისწყალმა ცენტრალურ გზას ძირი გამოაცალა

ქედაში მდინარე აჭარისწყალმა ცენტრალურ გზას ძირი გამოაცალა

ქედაში, სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე, მდინარემ ცენტრალურ გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა , ადიდებულმა აჭარისწყალმა ცენტრალურ გზას ძირი გამოაცალა. მისივე თქნმით, დოლოგანის მონაკვეთზე ასფალტის ნაწილი გზის თეთრ გამყოფ ზოლამდეა ჩახეთქილი.

"მდინარემ ცეტრალურ გზას ძირი გამოაცალა, გზის ნახევარზე მოძრაობა აკრძალულია, გადაადგილება ცალმხრივად შესაძლებელია, სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამ დონემდე ადიდებული აჭარისწყალი დიდი ხანია არ მინახავს", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მამუკა თურმანიძის განმარტებით, დოლოგანში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ელოდებიან. მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს.