ექიმები ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი ბიძინა მურადაშვილის გადარჩენის შანსს ოჯახის წევრებს ვერ აძლევენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მურადაშვილის მეუღლემ ლელა ბეჟანიშვილმა განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვილები იმყოფებდნენ, რომელთა ინფორმაციით, დაჭრილი ამჟამად აპარატზეა მიერთებული, იმყოფება უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში და როგორც მათ კლინიკაში აცნობეს, პაციენტის აპარატზე ყოფნასაც არ აქვს აზრი.
ინციდენტი გუშინ ყაზბეგის #28-ში მოხდა, როცა ლელა ბეჟანიშვილმა ქმრის ძალადობის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახა. საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლისთანავე მურადაშვილმა პოლიციის თანამშრომელი დაჭრა, რასაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის საპასუხო გასროლა მოჰყვა.