სოფელ ჟონეთში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჟონეთში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისი-აპანას გზის 25-ე კილომეტრზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა გზის სავალი ნაწილი დაფარა. დატბორილია გზის სამასმეტრიანი მონაკვეთი. წყალში ჩარჩენილია ერთი მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი. ტრანსპორტში მყოფი მგზავრები ევაკუირებული არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ავტომანქანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობენ.

სოფელ ჟონეთში წყალმა სახლების პირველი სართულებიც დატბორა. მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი სიტუაცია ყოველ წელიწადს ხდება. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.