საქართველოში ხვალიდან ეტაპობრივად გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 22 ოქტომბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25 oC-მდე მოიმატებს.
თუმცა ხვალ, დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მთაში კი ღამით მოსალოდნელია თოვა. თბილისში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ჰაერის ტემპერატურა 11-16 oC იქნება.