ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და ჩოლოქში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, რუსთაველის ქუჩაძე ხის მოგლეჯის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძები დაზიანდა, რის გამოც ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისივე თქმით, ძლიერი ქარის დროს ჩოლოქში ხე წაიქცა და თურქების ტრაილერს დაეცა.
"რუსთაველის ქუჩაზე წაიქცა ხე, რამაც მაღალი ძაბვის ელექტრობოძები დააზიანა. ქობულეთის ცენტრს ელექტროენერგია არ მიეწოდება, "ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობს ხაზების აღდგენაზე. ამ დილით ჩოლოქში ერთი ხე წაიქცა და დაეცა თურქების ტრაილეს. შემთხევევის შედეგად გზა იყო გადაკეტილი, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ. მისივე თქმით, ძლიერ ქარს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.