ვცდილობთ, საერთაშორისო პოლიტიკური ძალისხმევა გამოვიყენოთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ

ვცდილობთ, საერთაშორისო პოლიტიკური ძალისხმევა გამოვიყენოთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველა საერთაშორისო პოლიტიკური ძალისხმევა გამოიყენოს, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას. ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული თათბირის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკური ძალისხმევა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთში დავიცვათ და შესაბამისად მოვახდინოთ მთელი ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობის მობილიზება", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაფართოებული თათბირი შედგა. ორივე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.