აფხაზეთთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის ახალ ხედვაზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხება და მასზე განცხადებას თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
"დავიწყეთ შეთავაზებების განხილვა და ამაზე თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს უახლოეს მომავალში განცხადებას. ინიციატივები ეხება იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა საბჭოს მდივანმა.
აღნიშნულ საკითხზე სხდომის დასრულების შემიდეგ კომენტარი გააკეთე საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელიც რამდენიმე საათში შეიძლება იყოს განხილული".
"ამ საკითხზე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათში იყოს განხილული. მუშაობა გაგრძელდება, თავის დროზე პრემიერ-მინისტრი თავად გააჟღერებს ამ იდეის არსს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.