რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის მოსანახულებლად ალექსანდრე ჭიკაიძე მივიდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის მოსანახულებლად ალექსანდრე ჭიკაიძე მივიდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებასთან, სადაც დაჭრილი პატრულის თანამშრომელია მოთავსებული, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იმყოფება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, დაჭრილ პოლიციელს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ოჯახური კონფლიქტის დროს, ცოლმა პატრული გამოიძახა და ინციდენტი ამის შემდეგ მოხდა. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძახებულ პატრულს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რასაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საპასუხო სროლა მოჰყვა, მომხდარის შედეგად ქმარი გარდაიცვალა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრილია.