ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , ოჯახური კონფლიქტის დროს, ცოლმა პატრული გამოიძახა და ინციდენტი ამის შემდეგ მოხდა. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძახებულ პატრულს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რასაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საპასუხო სროლა მოჰყვა, მომხდარის შედეგად ქმარი გარდაიცვალა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.