თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მამაკაცი მოკლეს. ასევე დაჭრილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
"ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას შემთხვევის ადგილზე ცდილობს.