ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზაზა ს. შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას შს სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.