პუტინი ნავთობის ფასის 80 დოლარამდე შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკის ვარდნას პროგნოზირებს

პუტინი ნავთობის ფასის 80 დოლარამდე შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკის ვარდნას პროგნოზირებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ეკონომიკის ვარდნას წინასწარმეტყველებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარამდე შენარჩუნდება. 

პუტინის განცხადებით, აშშ-ში ნავთობის მოპოვების პროექტები რენტაბელურია 80 დოლარის ფასში. "თუკი მსოფლიო ფასები 80 დოლარზე შენარჩუნდება ბარელ ნავთობზე, მსოფლიოში მთელი წარმოება დაიშლება; სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებსაც ბიუჯეტი გათვლილი აქვთ დაახლოებით 90 დოლარამდე ბარელზე", - განაცხადა პუტინმა. 

როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთის განცხადების გამო, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობას არ შეამცირებს, ნავთობზე ფასები გაიაფდა.