2014 წლის 28 ოქტომბერს 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში (თბილისი, ინგოროყვას 7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, მე-7 სართული) გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი:
თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დაგეგმვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ ინიცირების პირობებში.
საბჭოს მუდმივი წევრების გარდა სხდომაზე მოწვეულნი არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი.