ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულება დაათვალიერა

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულება დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას სასჯელაღსრულების # 16 დაწესებულება დაათვალიერებინა. მინისტრის მოადგილე სტუმრებს პენიტენციური რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა და  დაგეგმილი რეფორმის კომპონენტები გააცნო.

„ჩვენი სტუმრები დღეს გაეცნენ საქართველოს პენიტენციურ სისტემას, მათ მოინახულეს #16 დაბალი რისკის დაწესებულება, რომელშიც სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული სასჯელაღსრულების დაწესებულება.“ - განაცხადა კახა კახიშვილმა

ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რაივის კრონსბერგსმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ციხის მსგავსი მოდელის დანერგვას თავის ქვეყანაშიც გეგმავს. „მოხარული ვარ, რომ სასჯელაღსრულების #16 დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა მოგვეცა.  ამ ეტაპზე ლატვიას არ აქვს მსგავსი თანამედროვე ტიპის დაწესებულებები, თუმცა ვგეგმავთ ჩვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ  თანამედროვე ციხის მოდელი, ამიტომ დღევანდელი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.“-განაცხადა რაივის კრონსბერგსმა.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია მარტლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა