გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, საშიშროებიდან გამომდინარე, მაკა წივწივაძე უნივერსიტეტში დღეს დედამ მიაცილა

გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, საშიშროებიდან გამომდინარე, მაკა წივწივაძე უნივერსიტეტში დღეს დედამ მიაცილა

გარდაცვლილი მაკა წივწივაძის მამის ინფორმაციით, საშიშროებიდან გამომდინარე მისი შვილი დღეს უნივერსიტეტში დედამ მიაცილა. ამის შესახებ გარდაცვლილის მამამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"ჩემი შვილი და მისი ყოფილი ქმარი ნაჩხუბრები იყვნენ და ყოფილი ქმარი შერიგებას ითხოვდა", - აღნიშნა მაკა წივწივაძის მამამ.

მისივე თქმით, საშიშროებიდან გამომდინარე, დღეს დილით მაკა წივწივაძე უნივერისტეტში დედამ მიაცილა.

მკვლელობა ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლდა.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.