ეკა ბესელია ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება

ეკა ბესელია ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.

ეკე ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია ტრაგედიის მიზეზების დადგენა, რადგან ოჯახური ძალადობის დროს მკვლელობა უმიზეზოდ არასოდეს ხდება.

,,ოდესღაც საპატიმროს ყველა ტოვებს ვისაც უვადო არ აქვს მისჯილი და ეს სტიგმა მოვხსნათ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ციხიდან თავისუფლდებიან ბევრი უბრუნდება ოჯახს და საზოგადოებას ისე, რომ არ არღვევს კანონს და ნუ მივაყენებთ ყველას შეურაცხყოფას. თუ ვინმე განმეორებით ჩადის დანაშაულს ისინი მკაცრად ისჯებიან კანონით, რადგან წერია, რომ წინა ნასამართლეობა არის დამამძიმებელი გარემოება. ფაქტია, რომ მოხდა ოჯახური ძალადობის მორიგი ტრაგიკული შემთხვევა. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ პაკეტს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას და გამკაცრებას. ჩვენ პარლამენტი ამისთვის კანონებს ვცვლით. ვამკაცრებთ და ვითვალისწინებთ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი. ეს არ არის საკმარისი. ყველა მკვლელობას განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ამსეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავალა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფრომით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი გარემოებებია შესასწავლი", - განცხადა ეკა ბესელიამ.

მკვლელობა ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მაკა წივწივაძე "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელია, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლის.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩევა ვერ მოხერხდა.