უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მინსკის პროტოკოლის პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მინსკის პროტოკოლის პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მინსკის პროტოკოლის პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მილანში ჟურნალისტებს განუცხადა. "ეს იყო კარგი შეხვედრა. მიღწეული იქნა შეთანხმება, მინსკის პროტოკოლის შესრულებაზე. მინსკის შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მხარეებს შორის ნდობა ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ჟოზე მანულ ბაროზომ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შესრულდეს სამი პუნქტი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ვერიფიკაცია, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და საზღვრის კონტროლი.

"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობისთვის. ამიტომ ველოდებით, რომ ეს მოლაპარაკებები შესრულდება", - აღნიშნა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.

მილანში დღეს უკრაინის თემაზე გამართულ შეხვედრას ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს გარდა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, დიდი ბარიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ესწრებოდნენ.

მილანში მსოფლიო ლიდერები აზია-ევროპის სამიტზე დასასწრებად არიან შეკრებილი, რომელიც დღეს სრულდება.