იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან ერთად განიხილა

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის ელჩთან ერთად განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანის შეხვდა. მხარეებმა იაპონიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთში არსებულ ვითრებას და რუსეთის ფედერაციის პროექტს აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ქვეყნის პირველი პირთან შეხვედრისას, ტოშიო კაიტანიმ კიდევ ერთხელ გამოხატა იაპონიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.