სასჯელაღსრულების სამინისტროს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა.

საფრანგეთი და საქართველო ტუბერკულოზის მდგრადი და ზე-მდგრადი ფორმების წინააღმდეგ ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებენ, რომელიც ინფექციის კონტროლის გაუმჯობესებას, აღნიშნული ფორმებით დაავადებული პაციენტებისთვის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტის მიწოდებას და გვერდითი ეფექტების მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმა და ტუბერკულოზთან ბრძოლის შედეგები და გამოწვევები, ასევე მომავალი თანამშრომლობის და პროგრამის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჩართულობის საკითხები განიხილეს.

ტუბერკულოზის მდგრადი და ზე-მდგრადი ფორმების წინააღმდეგ თანამშრომლობის საკითხი 2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოდგილის მარიამ ჯაშის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის საფრანგეთში ვიზიტის დროს იქნა განხილული, რომელიც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ იყო მხარდაჭერილი.