რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, პენტაგონი რუსეთის საზღვართან სამხედრო სცენარს ამზადებს. ეს განცხადება სერგეი შოიგუმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია აშშ-ის ჯარების მომზადება რუსეთის მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად.
"ჩაკ ჰეიგელის განცხადება შეშფოთებას იწვევს. პირადად ვიცნობ ამერიკელ მინისტრს და მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო მეტოქეა, რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია", - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.