აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას მმართველი გუნდის და უმცირესობის წარმომადგენლები სესიაზე შესვენების გამოცხადების დროს შეეცდებიან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაცია მიმდინარეობს და შესვენების დროს მოხდება ჩამოყალიბება, თუ როგორ გაგრძელდება საკითხზე მუშაობა.
პარლამენტში მსჯელობის საგანია, როგორი პასუხი გაეცეს რუსეთ-აფხაზეთს შორის "მოკავშირეობის შესახებ" შეთანხმებას. პარლამენტის რეზოლუციის პროექტი მომზადებული აქვს უმცირესობას.