რუსეთსა და ოკუპირებულ აფახაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების" შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით , საქართველოს პარლამენტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის ბიუროს წევრები ესწრებიან, პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმცირესობას მომზადებული აქვს საკუთარი რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ შეწყდეს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები და დარჩეს მხოლოდ ჟენევის ფორმატი.