ლუკაშევიჩი - არავის აქვს უფლება და არც ძალა შესწევს, რუსეთსა და აფხაზეთს ხელი შეუშალოს

ლუკაშევიჩი - არავის აქვს უფლება და არც ძალა შესწევს, რუსეთსა და აფხაზეთს ხელი შეუშალოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" პროქტს ეხმაურება. მისი განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

"არავის აქვს უფლება და არც ძალა შესწევს, ხელი შეუშალოს აფხაზეთსა და რუსეთს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სრულყოფაში, განვითარების ახალ ეტაპზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მთლიანად მსოფლიოში ინტეგრაციული ტენდენცია გრძელდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ შეთანხმების პროექტის ღია და დაინტერესებული განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს აფხაზეთში, საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ დოკუმენტი, რომელიც მთლიანად პასუხობს ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ასეთი პერსპექტივა, ქართული მხარის განცხადებების მიუხედავად, არავითარ საფრთხეებს არ შეიცავს არც რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების და მით უმეტეს, არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.