ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე "ალიასთან" ინტერვიუში ახალ მომაკვდინებელ ნარკოტიკზე საუბრობს, რომელიც მისი ინფორმაციით უკვე ერთი თვეა რაც საქართველოში თურქეთიდან შემოქავთ. "საქართველოში შემოდის ახალი სახეობის ნარკოტიკები „სირეცი“ და „ბანზაი“, რომლებიც ფხვნილის სახითაა გავრცელებული. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, თურქეთში ამ ნარკოტიკების თითო პაკეტის ფასი ყოფილა 10 ლირა, საქართველოში კი ღირს პაკეტი 50 დოლარი.
ნარკოტიკი საქართველოში გადმოედინება გადამზიდავი კომპანიების საშუალებით და ეს კომპანიებიც ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ მოდით, ამ ჯერზე მაპატიეთ, ამ სახელებს მე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტყვი. ანუ ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის ავტობუსების დახმარებით, ნარკოტიკები ბაშებად, თუ რა დავარქვა, იმალება პლაზმურ ტელევიზორში, კომპიუტერში, ე.წ. ნოუთბუქებში, მანქანის მაგნიტოფონებში და საბავშვო ველოსიპედებში, საჭის მრგვალ კოლოფში, „სიდენიასა“ და უკანა საბურავის რკინაში, რაზეც ველოსიპედის კბილანები და ჯაჭვია დამაგრებული, აი, მაგ ადგილას ეგ ჯაჭვი იხსნება, სამალავი კეთდება. შსს-ს თანამშრომლებს იმ კოორდინატებსაც ვეტყვით, რომელი ქალაქიდან მოდის წამალი და ყველა იმ ინფორმაციას გადავცემთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ყველანაირად ვართ მზად თანამშრომლობაზე. ეს ნარკოტიკი მიედინება ქუთაისში, იქიდან კი ზესტაფონი და სამტრედია მარაგდება“, -აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თქმით, კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა და აიკრძალა სააფთიაქო ნარკომანია, მაგრამ სამაგიეროდ სხვა გზა გაიხსნა. „ამ სისტემას მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი რეაგირების ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგანაც ეს ბიზნესი ვერცხლისწყალივითაა, თავის ახალ გზას სულ პოულობს. ქუთაისში ამ „ტავარს“ ხვდება ნარკორეალიზატორი და ამის შემდეგ ხდება ამის გადანაწილება ზესტაფონისა და სამტრედიის მხარეებზე. დაახლოებით 65-70% ქუთაისში რჩება და დანარჩენი უკვე დასახელებულ ქალაქებში გადადის. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე ქუთაისში, ვითომდა დაბადების დღის აღნიშვნისთვის ერთ ოჯახში, ერთი თვის მანძილზე ერთი პიროვნებისთვის 7 დაბადების დღე როგორია? ხოდა, გადმოგზავნილია 7 საბავშვო ველოსიპედი გაძეძგილი ნარკოტიკით“, - აცხადებს ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი,.
7810
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85