"რუსეთი თავის გეგმებს ახორციელებს ნაბიჯ ნაბიჯ და ჩვენ კი .. მეორე ლოყას ვუშვერთ!!" - ზურაბიშვილი აბაშიძეს აკრიტიკებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლს, ზურაბ აბაშიძეს აკრიტიკებს. ყოფილი დიპლომატი საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს

"ხო და რა? .... რითი დაიმსახურა თედო ჯაფარიძემ თქვენი უზრდელი საჯარო გამოსვლა? ერთხელ სიმბოლურად შეხვედრის გაუქმების მოწოდება რატომ არის ასე წარმოუდგენელი და მიუღებელი ? .. შეილება დაეთანხმო ან არა (მაგრამ მაშინ უნდა ალტერნატიულ ზომებს მიუთითო რასაც მივმართავდით ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯის საპასუხოდ) ... მაგრამ ესოდენ გაღიზიანებას არ იმსახურებდა გამოთქმული მოსაზრება! მეტადრე რომ როგორც სჩანს თქვენს და კარასინის შეუთანხმებლობა ამ საკითხზე დიდათ არავის აღელვებს რუსეთში თუ საქართველოში ! და ამ დროს რუსეთი თავის გეგმებს ახორციელებს ნაბიჯ ნაბიჯ და ჩვენ კი .. მეორე ლოყას ვუშვერთ!!!! .... ესეც პოლიტიკაა მაგრამ ამ პოლიტიკას სახელიც აქვს : “დათმობის და შეგუებისა”! ერთი რამეც არის რუსეთი არასოდეს არ ცემს პატივს დაჩოქილს და უხერხემლოს ... ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დღესაც არ შეცვლილა და ულატრენატივოა : არც უშედეგო დათმობა, არც უაზრო დაპირისპირება! მეზობლური ურთიერთობა არა თანაბარ და დამამცირებელ პირობებში ვერ აეწყობა!",-წერს სალომე ზურაბიშვილი