სემეკმა მოქალაქეებს 15 000 ლარამდე  დავალიანება ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 15 000 ლარამდე დავალიანება ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა და მათი უმრავლესობა მოქალაქეთა სასრგებლოდ გადაწყვიტა.  კერძოდ, კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და სს „თელასს“ შორის არსებული სადავო საკითხები ხანდაზმული დავალიანებების შესახებ და ამ მიმართულებით კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 10 422 46 ლარი შეადგინა.

ასევე დაკმაყოფილდა მოქალაქეთა საჩივრები შპს „სოკარ ჯორჯია გაზი –  იმერეთის“ წინააღმდეგ. მოქალაქეები კომპანიის მიერ მრიცხველის შეძენის საფასურად 145 ლარის მოთხოვნას ასაჩივრებდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე ამ მიმართულებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 3770 ლარი შეადგინა.     

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია მომართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიცკევიჩის ქ.#19_ში. კომისია ინდივიდუალურად იმსჯელებს ყველა განცხადება/საჩივარზე და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას.