რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებაზე მე და გრიგორი კარასინს განსხვავებული ხედვები გვაქვს

რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებაზე მე და გრიგორი კარასინს განსხვავებული ხედვები გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმებასთნ დაკავშირებით მას და გრიგორი კარასინს განსხვავებული ხედვები და პოზიციები აქვთ, - ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"რადიკალურად განსხვავებული ხედვები და რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გვაქვს. ჩემი მხრიდან ავუხსენი, თუ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ეს ჩვენს ურთიერთობებს, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებით ჩვენ შევეცდებით ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესში", - განაცხადა აბაშიძემ.