კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას

კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას

კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, დათა ახალიამ საბერძნეთში სასამართლო პროცესის შემდეგ "საზოგადოებრვ მაუწყებელს" განუცხადა.

როგორც დათა ახალაიამ აღნიშნა, საქართველოში ადამიანებს "უთითხნიან პოლიტიკურად კრიმინალურ საქმეებს". "მოხდა ის, რასაც მოველოდი. მთელი ევროპა და მთელი თანამედროვე სამყარო გაკვირვებულია იმით, რაც საქართველოში ტარდება. დიდი მადლობა სასამართლოს, რომელმაც გაიზიარა ჩემი პოზიცია და გამამართლა ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოში შემითითხნეს", - განაცხადა დათა ახალაიამ.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საბერძნეთში მყოფი ახლობლებისგან შეიტყო, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა, დათა ახალაიას ექსტრადიციაზე.

ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში იმყოფებიან უმცირესობის დეპუტატები აკაკი მინაშვილი და როლანდ ახალაია, ასევე დათა ახალაიას ოჯახის სხვა წევრები.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.