ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას

ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გივი თარგამაძემ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ტენდეციების დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ისაუბრა.

გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების თანამშრომლობა, საფრთხეს უქმნის საქართველოს.

,,ჩვენ უკვე გაცნობეთ კრიმინალური ავტორიტეტის, რომან ბარბაქაძის, მინდია გორაძის, ფრიდონ ბარკალაიას, ლექსო ლოგუას, ავთანდილ ლუტაძის, გია გიორგაძის, გელა და გიზო ქარდავას საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლისა და ქვეყნის დატოვების ამბავი.

მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი ანალოგიური შემთხვევა. არაერთხელ ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯანელიძე ორჯერ აკურთხეს ქურდად. პირველად 1997 წელს, თუმცა მალევე ჩამოართვეს ეს წოდება და მეორედ 2008 წელს ასლან ისოიანის, მეტსახელად დიდ ხასანის ინიციატივით. ჯანელიძე ერთხელ უკვე იყო დეპორტირებული რუსეთიდან 2014 წლის 24 მარტს, თუმცა 25 მარტს მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და ისევ რუსეთში გადავიდა. ამჯერად მისი საზღვრის გადმოკვეთა დაფქსირებული არ არის, თუმცა, 2014 წლის 14 ოქტომბრის 16:45 საათზე მან ისევ დატოვა ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალურ სამყაროს შორის ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", - განაცხად გივი თარგამაძემ.