საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის მთავარ შედეგად მიიჩნევს იმას, რომ "რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება და ვითარდება".
როგორც კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" დაეთმო, "რომელმაც რატომღაც გადამეტებული ნერვიულობა გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ წრეებში".
"აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწია საკმაოდ დეტალურად შეჩერება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების ხასიათზე", - აღნიშნა კარასინმა.
მისივე თქმით, როდესაც ამ ფორმატის შეხვედრებისთვის მზადება იწყებოდა, შეთანხმდნენ, რომ შეხვედრებზე არ იქნებოდა საუბარი აფხაზეთთან დ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებზე.
"დღეს დავუშვით გამონაკლისი იმიტომ, რომ ქართული მხარისთვის ეს გახდა პრიორიტეტული და ყველაზე მწვავე საკითხი", - განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ მათ ქართულ მხარეს თავიანთი არგუმენტები გააცნეს.