რა დაჯდა გაეროში ვიზიტისას ექვსვარსკვლავიან სასტუმროში საქართველოს დელეგაციის ცხოვრება

რა დაჯდა გაეროში ვიზიტისას ექვსვარსკვლავიან სასტუმროში საქართველოს დელეგაციის ცხოვრება

საპარლამენტო უმცირესობა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრისას, გაეროში ვიზიტისას სამთავრობო დელეგაციის ხარჯების ოდენობით და მთავარი პროკურატურის მიერ შეძენილი "ლენდ კრუიზერის" თემით დაინტერესდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, "წარმომადგენლობითი ხარჯების გამო, ხალხს ასამართლებენ და იჭერენ". დეპუტატი დაინტერესდა, რა დაჯდა გაეროში ვიზიტისას, ექვსვარსკვლავიან "მანდარინ ორიენტალის" სუპერლუქსში საქართველოს დელეგაციის ცხოვრება და რამდენს შეადგენდა ქართული დელეგაციის მთელი ხარჯი.

დეპუტატმა მინისტრს კითხვით მთავარი პროკურატურის მიერ შეძენილ ავტომობილთან დაკავშირებითაც მიმართა და აღნიშნა, რომ "მაშინ როცა არჩილ კბილაშვილი ამბობდა, რომ სამართლიანობა ურმით დადის, მთავარმა პროკურატურამ 170 ათასს ლარიანი "ლენდ კრუიზერი" შეიძინა". გაბაშვილმა ითხოვა განმარტება, აქვთ თუ არა მხარჯავ დაწესებულბებს ფინანსთა სამინისტროს თანხობა ასეთ ხარჯებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხებზე ხადურს დღეს პასუხები არ ჰქონდა, თუმცა უმცირესობას დაპირდა, რომ შესაბამისს ინფორმაციას მოიკითხავს.