პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს

პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა ამჯერად აღნიშნულ ფორმატში განსახილველი საკითხებისგან განსხვავებულია და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმება იქნება.

"თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდება, ეს იქნება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. გამოვთქვამთ იმედს, რომ რუსეთი ამ გზით არ წავა, რადგან ეს ძალიან სერიოზულად დააზიანებს იმ დიალოგს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ზიანს მიაყენებს ჟენევის ფორმატსაც და რაც მთავარია, სერიოზულ, ახალ საფრთხის ელემენტს შეიტანს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.