გამარჯვებული კონკურსანტები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

გამარჯვებული კონკურსანტები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

16 ოქტომბერს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, პატიმრობის ალტერნატიულ სანქციებისა და ღონისძიებების თემატიკაზე გამოცხადებულ ესსების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. არასაპატიმრო ღონისძიებების პოპულარიზაციისა და პრობაციის სისტემის მიმართ სტუდენტთა ინტერესის გაზრდის მიზნით, მოწყობილ კონკურსში გამარჯვებულებს:  საბა ბრაჭულს (I-ადგილი), მარიამ მაყიშვილსა (II -ადგილი), და ჯემალ გრძელიშვილს (III -ადგილი)  ფულადი პრემიები გადაეცათ. გამარჯვებულები სპეციალური სამადლობელი სიგელებით დააჯილდოვა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა.

„ციხის საერთაშორისო რეფორმამ" იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ივნისში გამოაცხადა. ესსებში უნდა ასახულიყო არასაპატიმრო სასჯელებისა და ღონისძიებების ანალიზი, რაც გამყარებული იქნებოდა დასაბუთებული არგუმენტებით. პრობაციის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო სექტორისა  და აკადემური  წრეების წამომადგენლებისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ, წარმოდგენილი შვიდი ნაშრომიდან სამი საუკეთესო შეარჩია.