პარლამენტის თავმჯდომარე ოლიგარქის დამცველ ფიგურად გადაიქცა

პარლამენტის თავმჯდომარე ოლიგარქის დამცველ ფიგურად გადაიქცა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოლიგარქის დამცველ ფიგურად გადაიქცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის  "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.  

,,სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საკნონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი გადაიქცა კაპრიზულობით აღსავსე ოლიგარქის მმართველობის რაღაცნაირად გამამართლებელ დამცველ ფიგურად, კატარღად, რომელიც საერთაშორისო წყლებში დადის და ამითაა დაკავებული. რაც შეეხება ამ მეტაფორას, თურმე ადამიანს თითქოს წარსული დევნის, ამაზე შეიძლება ლექსი დაწერო ან   -  ესსე. მაგრამ ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე უკვე იმუქრებოდნენ სახელისუფლო ტრუბუნებიდან სააკაშვილის დევნაზე", -განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

”ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიძჳნა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებაც წერს.  წერილის სათაურია - "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან "შეკრული" ივანიშვილი".

”ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის და ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის განმტკიცებისთვის აკეთებს. ამიტომ, დააბრალეთ რაც გინდათ, გარდა საკუთარი სამშობლოს საზიანოდ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურისა”,- წერს  დავით უსუფაშვილი.