როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, არაფრის მომტანი იქნებოდა, თუკი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე არ წავიდოდა.
"როდესაც არსებობს კომუნიკაციის ეს ფორმატი ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ. რას მოგვიტანდა თუკი ბოლო წუთს გადაწყვეტდა ჩვენი ხელისუფლება, რომ არ წასულიყო ბატონი ზურაბი შეხვედრაზე, ხომ არ გამოიწვევდა ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას. ამიტომ, ჩვენ ამით ერთგარად ვცდილობთ გავანეიტრალოთ სიტუაცია. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავაყენოთ საქმის კურსში. მოვახდინოთ მათი კონსოლიდაცია და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოხდეს რუსეთის ფედერაციაზე",-განაცხადა ზალკალიანმა
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ პროექტი მომზადდა, რის გამოც, უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ჩაშლის ინიციატივით გამოვიდა.