თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ისინი დიდუბის მეტროსთან ვაჭრობენ , თუმცა დიდუბის მეტროსთან არსებული ბაზარი ორმა მესაკუთრემ შეისყიდა და მეტროდან გამოსასვლელსა და ბაზარს შორის რკინის ღობე გაავლო. მოვაჭრეები მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. 

"მთელი დღის განმავლობაში 10 ლარსაც ვერ ვშოულობთ. ოჯახები მშივრები გვყავს, გამოსული ვართ ქუჩაში სავაჭროდ და ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ჩვენ მესაკუთრესთან შეხვედრაც გვინდოდა, თუმცა მან არ მოგვისმინა. ახლა ვითხოვთ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომ დაგვეხმარონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 

მათივე ინფორმაციით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მერიის წარმომადგენლები მათ არ შეხვდებიან.