პოროშენკო-პუტინის შეხვედრა მილანში დღეს ან ხვალ გაიმართება

პოროშენკო-პუტინის შეხვედრა მილანში დღეს ან ხვალ გაიმართება

იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რანცის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მილანში შეხვდებიან. პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მილანში , აზია-ევროპის ეკონომიკური სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც 16-17 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმს 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუ. 

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დრომდე უცნობია პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პირისპირ შედგება, თუ სხვა ლიდერების თანდასწრებით. 

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა 6 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნორმანდიაში შედგა. 15-წუთიან შეხვედრას ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ესწრებოდნენ. პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მინსკში 26 აგვისტოს გაიმართა.
 

ფორუმი მილანში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.