IDFI იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან პრემიებთან, დანამატებთან, წარმომადგენლობით და სხვა ხარჯებთან დაკავშირებით მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს, სხვა რეგიონების მსგავსად, პრემიები აქტიურად გაიცემოდა იმერეთის რეგიონშიც. მაგალითისთვის: ქუთაისის მერიაში პრემიის სახით სულ გაიცა 1 870 045 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში- 599 480 ლარი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში-197 570 ლარი, ხოლო საკრებულოში - 94 080 ლარი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 78 390 ლარი.
ასევე, 2014 წლის მარტის მონაცემებით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს სარგებლობაში სულ 9 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მათი ნარჩენი ღირებულება შეადგენს ჯამში 126 764.12 ლარს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ყველაზე ძვირადღირებულია 2012 წელს 42 859 ლარად შესყიდული ავტომობილი "Toyota Hilux"-ი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 11 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 159 916.2 ლარი.