ზურაბ აბაშიძე - პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტის მიმართვაზე იმსჯელოს

ზურაბ აბაშიძე - პარლამენტი მზად არის, პრეზიდენტის მიმართვაზე იმსჯელოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავას, შეიმუშაონ პოზიცია რუსეთსა და აფახაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შეთანხმებასთან დაკავშირებით, რისდ შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს. 

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარლამენტი მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს და ერთიანი პოზიციაც ჩამოაყალიბოს. 

"მე არ მგონია ამ თემის გარშემო განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს პოლიტიკურ სპექტრს შორის. საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, მთლიანობას და იმ ხელშეკრულებას, რომელიც შეიძლება გააფორმოს რუსეთმა აფხაზეთთან მიმართებაში, ძალიან სერიზოულად უნდა იმსჯელოს ამაზე პარლამენტმა. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში ჩავერთოთ და პოლიტიკური პოზიციაც დავაფიქსიროთ. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება კონსოლიდირებულად და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება განსხვავებული მოსაზრება. დოკუმენტი შემოვა, ჩვენ გავეცნობით და შემჭიდროებულ დროში განვიხილავთ მას", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.